ჰოროსკოპი

ლითონის ვირთხის წელიწადი დღეს, 25 იანვარს დადგა

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2020 წელი ლითონის (თეთრი) ვირთხის (თაგვის) წელი იქნება. ის 2020 წლის 25 იანვარს დაიწყო და 2021 წლის 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ძველჩინური წარმოდგენის თანახმად, სამყაროში არსებობენ ერთმანეთისაგან განუყოფელი საპირისპირო ძალები: ინ – წყვდიადი, ქალური, უარყოფითი და იან – ნათელი, კაცური, დადებითი. ვირთხა – იანია, რაც ნათელს, ახალი დღის დასაწყისს ნიშნავს. ჩინური კულტურის მიხედვით, ვირთხა სიმდიდრესა და კეთილდღეობასთან ასოცირდება.

ვირთხა ზოდიაქოს პირველი ნიშანია და სწორედ ის იწყებს ახალ თორმეტწლიან ციკლს, ამიტომ ამ წელს სასურველია გრძელვადიანი პროექტების დაწყება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვირთხის წელს მოვლენები არცთუ იშვიათად მოულოდნელად და ნეგატიურად ვითარდება, არ არის გამორიცხული, ამ პროექტებს გარკვეული საფრთხეც დაემუქროს.

საერთოდ, ვირთხის წელში ბევრი „ხმაური“, აურზაური, შფოთი და სკანდალი ხდება. ამ წელს მშვიდს და სტაბილურს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, ამიტომ ადამიანებს მაქსიმალური თავშეკავება და ტაქტიანობა მართებთ.

მნიშვნელოვნად მოიმატებს უნდობლობის, „გამორჩენის“, ჭორებისა და სკანდალების ალბათობა. წარმატებას უფრო მეტად კომუნიკაბელური და „მოქნილი“ ადამიანები მიაღწევენ. ასევე სასარგებლო თვისებები იქნება მიზანსწრაფვა, ამტანობა, საზრიანობა და სიმამაცე. რაც შეეხება ნეგატიურ თვისებებს, 2020 წელს გაძლიერდება ეგოიზმი, დესპოტიზმი, უხეშობა, მანიპულატორობის და დიქტატორობის სურვილი. გამორიცხული არ არის მოვლენებისა და სიტუაციების კალეიდოსკოპური ცვლილებები.

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, ვირთხის წელს დაბადებული ადამიანები ოპტიმისტური და ენერგიულები არიან (ასევე ვირთხის წელი იყო: 1912, 1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008). ისინი ყველას უყვარს. მათ კარგად შეუძლიათ სხვისი ემოციების გაგება და თანაგრძნობა, თუმცა საკუთარ შეხედულებებს იშვიათად გადაუხვევენ და საკმაოდ ჯიუტები არიან. მიუხედავად მათი კეთილი ბუნებისა, საკმაოდ პირდაპირები არიან და მათი გამონათქვამები ხშირად შეიძლება უტაქტოდ ან უხეშად მოგეჩვენოთ. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს: ვირთხას უყვარს ფულის დაგროვება და შესაძლოა საკმაოდ ძუნწიც იყოს. მიუხედავად ამისა, ხანდახან ის ფულს სრულიად არასაჭირო ნივთებზე ხარჯავს.

ვირთხის წელიწადში დაბადებული მამაკაცები ჭკვიანები არიან და ადვილად ერგებიან ახალ გარემოებებს. ისინი ძალიან შემოქმედებითი პიროვნებები არიან, უყვართ ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები და თავგადასავლები, თუმცა ხანდახან სიმამაცე არ ჰყოფნით შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირად გენიალური იდეები აქვთ, შეიძლება სრულიად შეუფერებელნი იყვნენ ლიდერობისთვის.

ვირთხის წელში დაბადებული ქალები ტრადიციულები არიან. ისინი ოჯახს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და უყვართ სახლში წესრიგი. თუ ქალი ვირთხის წელშია დაბადებული, ის ყველაფერზე იზრუნებს და მის მეუღლეს შეუძლია მშვიდად იცხოვროს. ასეთი ქალები ოჯახის გარეთაც ორგანიზებულები და პასუხისმგებლობით სავსენი არიან.

მთელი 2020 წლის განმავლობაში ვირთხას მრავალი წინგადადგმული ნაბიჯი ელის, ჰარმონია და დინამიკური მოქმედება წარმატებას მოუტანს მას.

2020 წელს ხარისთვის წარმატებული იქნება. ამასთან, ამ წელს დაბადებულებმა უმჯობესია უხეში ძალა არ გამოიყენონ. უკეთესია ინტელექტით იმოქმედონ. 2020 წელი მათ ბევრ ახალ შესაძლებლობას და ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანს.

2020 წელს ვეფხვი მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, თუმცა გამოჩნდებიან არაკეთილმოსურნეები, რომლებიც მათთვის ხელის შეშლას შეეცდებიან. ვეფხვის ზოდიაქოს ნიშნებს ასტროლოგები ურჩევენ, არავის ენდონ 2020 წელს, მიენდონ საკუთარ თავს და წარმატებას მიაღწევენ.

არც ისე ხელსაყრელი იქნება 2020 წელი კურდღლებისთვის. მათ შესაძლოა დიდი ხარჯები და ფულადი ზარალი ჰქონდეთ. ასტროლოგები კურდღლებს ურჩევენ, პრიორიტეტები დაისახონ და ყურადღება მიაქციონ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საკმარისი ძალა არ ეყოფათ სირთულეების გადასალახად. კურდღლებმა 2020 წელს სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ და გონივრულობა გამოიჩინონ.

რთული წელი იქნება დრაკონებისთვისაც. მათ მრავალი უცნაური და გაუგებარი პრობლემა შეხვდებათ, ბრძოლა მოუწევთ ნეგატიურ დამოკიდებულებებთან, ამიტომ მათთვის რეკომენდებულია პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა.

2020 წელი წარმატებული იქნება გველებისთვისაც. მიუხედავად დიდი განსაცდელისა, შორსმჭვრეტელობა მათ სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება და ისინი უშედეგოდ არ გარისკავენ. გველების სურვილები ასრულდება.

ცხენებს ახალ შეზღუდვებთან მოუწევთ შეგუება. მათ გადაწყვეტილება არც თუ ისე კომფორტულ პირობებში უნდა მიიღონ. მიუხედავად ამისა, წელი ძალზე ენერგიული და აზარტული იქნება, ამიტომ ასტროლოგები მათ ურჩევენ, უფრო მეტად მოდუნდნენ და თან გონივრულად იმოქმედონ.

თხისთვის არასტაბილურობით სავსე წელი იქნება და აქტიური ბრძოლა მოუწევს ყველა ასპარეზზე. მუდმივად ცვლადი რიტმები თხის წელში დაბადებულებს მრავალჯერ ამოაგდებს კალაპოტიდან. სამაგიეროდ, ისინი კრიტიკულ სიტუაციებიდან თავის დაღწევის ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებენ, რაც მომავალში გამოადგებათ.

მაიმუნებმა 2020 წელს პრიორიტეტები უნდა დაგეგმონ. ისინი მოაგვარებენ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შესაძლოა შეხვდნენ მომავალ მეორე ნახევარს, იპოვონ სიყვარული და შექმნან ოჯახი.

მამლისთვის 2020 წელი ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დარჩება. ის ამ წელიწადს მშვიდად და ჰარმონიულად გაატარებს. მეტალის ვირთხის წელი მას ფინანსურ სტაბილურობას, ოჯახში ბედნიერებას და ბიზნესში წარმატებასა და პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს.

ძაღლები 2020 წელს პრობლემებს მოაგვარებენ ახლო გარემოცვაში, თუმცა უნდა ახსოვდეთ, რომ ახალი დაპირიპირების თავიდან ასაცილებლად პოზიტიური დამოკიდებულებაა საჭირო. ძაღლებს ელით ერთდროულად დიდი წინსვლა და მკვეთრი იმედგაცრუებები. ნუ იდარდებთ წარუმატებლობების გამო, რადგან მომავალში ეს წარუმატებლობები უამრავ დადებით შედეგს მოგიტანთ.

2020 წელს ღორებს გაუმართლებთ ისე, როგორც არასდროს. თავიდან ვერც კი მიხვდებით, რამდენად სასარგებლო სიტუაციაში აღმოჩნდით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საგანგებო მოვლენა წარმოუდგენელ წარმატებას მოგიტანთ. ამასთანავე გახსოვდეთ, რომ უაზროდ არ გარისკოთ და გონივრულად იმოქმედეთ.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close