მსოფლიოnewsსაზოგადოება

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თოთხმეტამდე გაიზარდა (ვიდეო)

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თოთხმეტამდე გაიზარდა. 225-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას თურქეთის ხელისუფლება ადასტურებს.

სხვადასხვა ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,7-იდან 6,9 მაგნიტუდამდე იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინციაში მდებარეობდა.

სხვადასხვა ცნობით, ათობით შენობა დაინგრა ან დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურები.

მიწისძვრის შემდეგ ერთ-ერთ სახლში ცეცხლი გაჩნდა, რის მიზეზიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close