მსოფლიოnewsსაზოგადოება

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა. თავდაპირველად 4 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია თურქეთის შსს-ზე დაყრდნობით წერს.

დაშავებულთა რიცხვი მხოლოდ ქალაქ ელაზიღში 225-ს აღწევს. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა 100-მდე შენობა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათ გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ მიუღიათ.

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში 6,7-იდან 6,9-მდე მაგნიტუდის მიწისძვრა 24 იანვარს საღამოს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ სირვიჯეში მდებარეობდა.

აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთში, აგრეთვე, კვიპროსზე, ლიბანსა და ისრაელშიც.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close