fbpx
საზოგადოებასაქართველო

ყულევთან ჩაძირული გემის რესტავრაციისა და მუზეუმად გადაკეთების პროცესი იწყება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აპირებს, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ყულევში ჩაძირული გემის შესწავლისა და მის მუზეუმად გადაკეთების საკითხი განიხილოს.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ის ასევე აპირებს, ერთ-ერთ ესტონურ კომპანიასაც მიმართოს, რომელსაც უკვე აქვს შესაბამისი გამოცდილება.

ამ დროისთვის დაუდგენელია, რა ტიპის გემია ჩაძირული და როდის ჩაიძირა, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, ის საბრძოლო ტიპის სამხედრო გემია. ნიკოლოზ ანთიძის ვარაუდით, შესაძლოა, გემი რუსეთის იმპერიის პერიოდის იყოს.

„შარშან მზადდებოდა პროექტი. ჩვენ ვთხოვეთ სამხატვრო აკადემიას, რომ ფოთში კონკრეტული ადგილის განვითარების კონცეფცია მომზადებულიყო და მაშინ გაამახვილეს ყურადღება, რომ ამ ადგილზე ჩაძირულია, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის „ავრორას“ ტიპის გემი. შესაძლებელია, გემი ამოღებული იყოს წყლიდან, მოხდეს მისი რესტავრაცია. ამის არაერთი მაგალითია. ჩემი მხრიდან არის ინიციატივა, რომ დაიწყოს ამ პროცესზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ისტორიულ-კულტურული ღირებულების ობიექტი შეემატება ქალაქ ფოთს. ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ესტონურ კომპანიასთან. ტალინში არსებობს ზღვის მუზეუმი, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ „ევროპა ნოსტრა“ აქვს მოგებული. ფართო საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცნობილი, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში და დანარჩენი გამოჩნდება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ნიკოლოზ ანთიძემ.

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close