ისტორიამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიnewsსაზოგადოება

ვეზუვის ამოფრქვევისას ერთ-ერთი დაღუპულის ტვინი სიცხისგან შუშად იქცა

ვულკან ვეზუვის ამოფრქვევისას ქალაქ ჰერკულანუმში იმდენად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლის ტვინი შუშად იქცა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ, რომლებიც დაღუპულების ნეშტებს 1960-იანი წლებიდან იკვლევენ. მათი თქმით, შავი შუშა კაცის თავისქალიდან ამოიღეს, რომელიც სიკვდილის დროს ერთ-ერთ სახლში, ხის საწოლზე იწვა.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სითხის შუშად გარდაქმნის პროცესს ვიტრიფიკაცია ეწოდება და ის მაღალი ტემპერატურის მკვეთრად დაცემის შედეგად ხორციელდება. ამოფრქვევის დროს ჰაერის ტემპერატურა ჰერკულანუმში 520 С გრადუსამდე გაიზარდა. მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს ადამიანის ვეტრიფიცირებული ტვინის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.

ძველი წელთაღრიცხვით 79 წელს მომხდარი ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ჰერკულანუმი ფერფლმა და ლავამ დაფარა. ამან ძველი ქალაქის ნაწილების შენარჩუნებას შეუწყო ხელი, მათ შორის მისი ბინადრების ჩონჩხებს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close