fbpx
მედიცინამსოფლიო

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკი დაბალია, მაგრამ უმჯობესია „შეიარაღებულები“ ვიყოთ – როგორ დავიცვათ თავი

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკი დაბალია, – ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, საქართველოს ჩინეთის ქალაქ უხანთან პირდაპირი ფრენები არ აქვს, რაც ჩვენ ქვეყანაში დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს.

მისი განმარტებით, ვირუსს ჩვეულებრივი მძიმედ მიმდინარე რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ახასიათებს, მისი ვაქცინა კი ამ ეტაპზე არ არსებობს. იმნაძემ მოქალაქეებს შეახსენა, რომ თუ ბოლო 2 კვირის განმავლობაში  უხანში იყვნენ და გაციების სიმპტომები აქვთ, ახალი ვირუსის გამოსარიცხად ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოს.

ჩინეთში გავრცელებული ვირუსის გამო საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დიპლომატიურმა უწყებამ ცხელი ხაზი ჩართო. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე +86 137 168 77 635.

ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებული ვირუსის მსგავსი კორონავირუსი 2002 წელსაც გავრცელდა და მაშინ წელიწად-ნახევარი დასჭირდა მის შეჩერებას. სპეციალისტების განმარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვირუსის სწრაფად შეჩერების შანსები დღეს უფრო მაღალია.

თუმცა არსებობს მარტივი, უნივერსალური წესები, რომელიც ნებისმიერი ვირუსის დროს დაგვიცავს.

ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები გრიპის პრევენციისთვის:

  • გრიპის ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე საუკეთესო ხერხი არის დროული ვაქცინაცია;
  • ხელების ხშირად დაბანა საპნითა და წყლით;
  • სურდოს დროს მხოლოდ ერთჯერადი ხელსახოცების მოხმარება და გამოყენებისთანავე ურნაში გადაყრა;
  • ავეჯის, იატაკის, სველი წერტილების ზედაპირების ხშირად წმენდა და დეზინფიცირება;
  • სახესთან, ცხვირ-პირთან და თვალებთან ხელით ნაკლები კონტაქტი;
  • გრიპის მქონე ადამიანებთან ნაკლები კონტაქტი და ავადმყოფობის დროს სახლში დარჩენა;
  • მოერიდეთ მოკითხვის მიზნით ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევას და გადაკოცნას;
  • რეგულარულად გამოიხეხეთ კბილები ფლუორიდების შემცველი კბილის პასტებით.

თუ გვსურს, რომ არავინ დავაავადოთ, საჭიროა სწორად დავახველოთ და დავაცემინოთ. ამობეჭდეთ მოცემული ილუსტარცია და სახლში ან ოფისში გააკარით თვალშისაცემ ადგილას.

expressnews.com.ge-ს ილუსტრაცია

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close