საზოგადოებასაქართველო

იძებნება მილიონერი!!! – ლოტო 6/42-ის მილიონიანი ჯეკპოტი მფლობელს ელის

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ ეძებს ადამიანს, რომელმაც 21 იანვარს ლოტო 6/42-ის მილიონიანი ჯეკპოტი მოიგო.

„გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! ლოტო 6/42-ის 21 იანვრის გათამაშებაში მოგებული რიცხვებია: 17; 24; 25; 29; 33; 36. იძებნება მილიონერი!“ – წერს „საქართველოს ეროვნული ლატარია“.

„თუ თქვენ 6/42 ლოტოს გათამაშებისთვის ბილეთი შეავსეთ, მიუთითეთ ზემოთ დასახელებული ციფრები, თუმცა არ გიყურებიათ გათამაშებისთვის პირდაპირ ეთერში და არ შეგიმოწმებიათ რიცხვები საქართველოს ეროვნული ლატარიის ოფიციალური გვერდის მეშვეობით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 032 2 00 77 00! ახალი მილიონერი თავისუფლად შეიძლება, იყოთ თქვენ! აუცილებლად მოძებნეთ შევსებული ბილეთი: ყველა ჯიბეში, ყველა ჩანთასა თუ სურსათის პარკში და სასწრაფოდ შეამოწმეთ ამოსული რიცხვები!“ – მიმართავს კომპანია ეროვნულ ლატარიის გათამაშებაში ჩართულ მოქალაქეებს.

21 იანვარს ლოტო 6/42-ის 193-ე გათამაშებაში ყველაზე იღბლიანმა ადამიანმა 1 182 454 ლარი მოიგო და „ეროვნული ლატარია“ მას ამ დრომდე ელის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close