მსოფლიოსაზოგადოება

„ფორბსის“ მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნოა

„ფორბსის“ მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ფრანგული კომპანია LVMH–ს მფლობელი ბერნარ არნოა. გამოცემის ცნობით, არნოების ოჯახი 2020 წლის 18 იანვრის მონაცემებით 116.5 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს. LVMH ისეთ ბრენდებსა და კომპანიებს აერთიანებს, როგორიცაა: „კრისტიან დიორი“, „ლუი ვიტონი“, „ჟივანში“, „გერლენი“, „მოე & შანდონი“.

„ფორბსის“ უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეორე ადგილს კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს, რომელმაც წელს პირველი ადგილი ბერნარ არნოს დაუთმო. მისი ქონება 115.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მესამე ადგილზეა კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი, რომლის ქონებაც 110.6 მილიარდი აშშ დოლარია.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი. მისი ქონების ჯამური ღირებულება 82.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მსოფლიოს 2200 მილიარდერი ჰყავს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close