მედიცინამსოფლიოჯანმრთელობა

მეცნიერთა მტკიცებით, უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 1700-ს აღწევს

უცნობი ჩინური ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს გაცილებით აღემატება. ამის შესახებ BBC-ს ბრიტანელმა მეცნიერებმა განუცხადეს.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ლაბორატორიულად ვირუსის 41 შემთხვევა დადასტურდა, თუმცა ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს. გასულ თვეში უცნობი კორონავირუსით ჩინეთის ქალაქ უხანში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად იაპონიაშიც დაფიქსირდა.

სინგაპურსა და ჰონკონგში ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩამომსვლელებს, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, აეროპორტში სკრინინგს უტარებენ, ანალოგიური ზომები მიიღო აშშ-ის ხელისუფლებამაც სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტებში.

დაავადებულთა შესაძლო რიცხვის დასადგენად მეცნიერებმა მოდელირების მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ვირუსის თავისებურებებს, უხანის მოსახლეობის რიცხვს და ფრენების სტატისტიკას ეყრდნობა.

უხანის საერთაშორისო აეროპორტი 19-მილიონიან ქალაქს ემსახურება, თუმცა საზღვარგარეთ დღეში მხოლოდ 3400 ადამიანი მიფრინავს. მეცნიერთა თქმით, სიტუაციის მოდელირება აჩვენებს, რომ უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 1700-ს უნდა აღწევდეს.

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია და როგორ დავიცვათ თავი ახალი ვირუსისგან, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close