საზოგადოებასაქართველო

75 წელი ერთად: ცოლ-ქმარი ასი წლის წინათ ერთ დღეს დაიბადა

მეუღლეები იმერეთის პატარა სოფელში ცხოვრობენ. მათ ხუთი შვილი, თერთმეტი შვილიშვილი და თხუთმეტი შვილთაშვილი ჰყავთ.

ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში მცხოვრები ნოე მუმლაძისა და მარო ციცვიძე-მუმლაძისთვის ეს ახალი წელი განსაკუთრებული იყო – პირველ იანვარს მათ 100 წელი შეუსრულდათ.

მუნიციპალიტეტის უხუცესებს იუბილე და ქორწინების 75 წლისთავი პირადად მიულოცა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

„იშვიათ და მნიშვნელოვან მოვლენასთან გვაქვს საქმე. ქალბატონი მარო და ბატონი ნოე ერთ დღეს არიან დაბადებულები და ორივეს, თანაცხოვრების 75 წლისთავზე, დღეს შეუსრულდა 100 წელი. მინდა მივულოცო მათ ეს თარიღი, ასევე ახალი წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა და სიხარული თავიანთ დიდ ოჯახთან ერთად. თანაცხოვრების 100 წელიც მოგველოცოს“, – განაცხადა გივი მოდებაძემ და წყვილს საჩუქრები გადასცა.

ნოესა და მაროს 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი ჰყავთ.

sputnik-georgia.com

ნოე პაპა და მარო ბებო 2 წლის წინ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close