მსოფლიოპოლიტიკა

ირანში, ყუმში მდებარე მეჩეთზე წითელი დროშა აღმართეს – „ირანი მზადაა შურისძიებისთვის“

ირანში, შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში მდებარე მეჩეთზე წითელი დროშა აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული „სანი“ ავრცელებს. ვიდეოპორტალ „იუთუბიზე“ წითელი დროშის აღმართვის ვიდეო ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის დღეს არის ატვირთული.

წითელ დროშას სიმბოლური დატვირთვა აქვს და აღნიშნავს, რომ „ირანი მზადაა შურისძიებისთვის“.

კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა „მირორი“ წერს, რომ ირანმა უკვე განსაზღვრა ახალო აღმოსავლეთში განლაგებული 35 სამიზნე, რომლებზეც იერიშის მისატანად მზადაა.

ამ ინფორმაციას ადასტურებს ირანული მედიაც, რომელთან საუბარშიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანმა გენერალმა განაცხადა, რომ „ირანს ეს სამიზნეები უკვე დიდი ხანია, განსაზღვრული აქვს“. მას ეს სამიზნეები არ ჩამოუთვლია, თუმცა ახსენა ორმუზის სრუტეში მცურავი ამერიკული გემები და, ასევე, თელ-ავივიც.

თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“.

ირანელი გავლენიანი გენერალი ყასემ სოლეიმანი სამ იანვარს ბაღდადის აეროპორტში მოკლეს.

1tv.ge

p. s. ინფო: გენერალი ყასემ სოლეიმანი სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაიღუპა, რომელიც ამერიკულმა ავიაციამ ერაყში აშშ-ის საელჩოს ბლოკირების პასუხად მოაწყო და რომლის ორგანიზებაშიც ვაშინგტონმა ირანი დაადანაშაულა.

3 იანვარს დილით, რამდენიმე ავტომობილს, რომელსაც სულეიმანი და შიიტური დაჯგუფების – „ქატაიბ ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მეთაურები ბაღდადის აეროპორტიდან მიჰყავდა, ჰაერიდან შეუტიეს. აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, შეტევა უპილოტო თვითმფრინავებმა განახორციელეს. ირანის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ ავტომობილებს ვერტმფრენებიდან ბომბავდნენ.

ყასემ სულეიმანის დაღუპვის ფაქტი მალევე ოფიციალურად დადასტურდა. მასთან ერთად დაიღუპა ერაყში შიიტური დაჯგუფებების ხელმძღვანელი ალი მაჰდი ალ-მუჰანდისი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მოუწოდა ამერიკელებს, დატოვონ ერაყი „რეგიონში დაძაბული სიტუაციის გამო“. ირანის მუქარის გამო ისრაელის ხელისუფლებამ, რომელიც ამერიკელების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა რეგიონში, უკვე დახურა ქვეყანაში რამდენიმე ისეთი ტურისტული წერტილი, რომელსაც ყველაზე მეტი საფრთხე ემუქრება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close