fbpx
საზოგადოებასაქართველო

ქუთაისში შობის ღამეს სასეირნოდ გამოსულ ადამიანებს ქუჩაში უფასოდ გაუმასპინძლდებიან

შობის ღამეს ქუთაისის ცენტრალურ უბანში არსებული კაფე-ბარები თავიანთ პროდუქციას ქუჩაში გამოიტანენ და გამვლელებს გაუმასპინძლდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ავრცელებს. მისი თქმით, იდეა ქუთაისის ტურიზმის ცენტრს ეკუთვნის, რომელსაც კაფეები დაეთანხმენ.

„ეეე… რა მაგარი ქალაქია ქუთაისი…
შობის ღამეს, ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა შეთავაზა ადგილობრივ კაფეებს, ხომ არ გამოიტანდით თქვენს პროდუქციას ქუჩაში და უფასოდ შესთავაზებდით ტურისტებსაც და გამვლელებსაცო. შესაბამისად, ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული თითქმის ყველა კაფე ერთვება საშობაო ზეიმში. 6 იანვარს 19:00-იდან 21:00 საათამდე ყველასთვის საყვარელი „დები“, „პალატი“, „პაოლო“,„ფოე-ფოე“, „ალმანო“, „აგერარი“, „თეთრი ქვები“ ,„ბესტვესტერნი“, „საფერე“, „ჩერი“… – ყველანი მზად არიან, გაალამაზონ საშობაოდ ქალაქი, გაუმასპინძლდნენ სასეირნოდ გამოსულ ადამიანებს თავიანთი საშობაო ნუგბარებით.

ასეთი ქალაქია ქუთაისი!
სპონტანური, გახსნილი, სტუმართმოყვარე!

ვაქციოთ ეს ზეიმი ტრადიციად!
დავატრიალოთ გემრიელი სურნელი ჩვენს მყუდრო ქუჩებში!“ – წერს დავით ლიკლიკაძე.

წყარო: „ნიუპრესი“

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close