fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიებისაზოგადოება

იაპონიაში რობოტი ძაღლებისთვის მათი მფლობელები გასართობ საღამოებს აწყობენ (ფოტოები)

ინტერნეტგამოცემა BUZZFEED-ის ცნობით, იაპონიაში, ტოკიოში არის სპეციალური კაფე PEMGUIN-ი, სადაც რობოტი ძაღლების მფლობელები იკრიბებიან – ადამიანები, რომლებმაც ჩვეულებრივ ძაღლებს მექანიკური ამჯობინეს.

რობოტი ძაღლებისთვის განკუთვნილ ღონისძიებას Aibo World-ი ეწოდება. მფლობელები საღამოზე ახალი მოდელის ძაღლების ჩვენებას აწყობენ.

როგორც ჩანს, რობოტი ძაღლების სასარგებლოდ მფლობელებმა გადაწყვეტილება შემთხვევით არ მიიღეს. უცნაური საღამოების მონაწილეები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ: მცირე ფართობი სახლში, გადატვირთული დღის გრაფიკი და იმის რისკი, რომ ძაღლი თავისი ყეფით მეზობელს გააღიზიანებს.

გამოცემის ცნობით, კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ ჩვეულებრივი ძაღლების მფლობელები მათ სიკვდილს განიცდიან, ამიტომ არჩევანს მექანიკური ძაღლის სასარგებლოდ აკეთებენ.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close