საზოგადოებასაქართველო

ქართველი ევა 3 ქვეყნის ჩემპიონი გახდა

ძაღლი სახელად ევა ერთი წლის ასაკში 4 ქვეყნის – საქართველოს, ბელარუსის, ლიეტუვისა და რუსეთის ახალგაზრდა ჩემპიონია.

ტრიუმფატორ ევას მფლობელი ჟურნალისტი და ექიმი გიორგი ნიორაძეა. მან სოციალურ ქსელ facebookში ინფორმაცია გააზიარა, სადაც წერდა, რომ მისი ძაღლი, რომელიც წითური გერმანული ბოქსიორია, 3 ქვეყნის – ბელარუსის, ლიეტუვას და რუსეთის ჩემპიონი გახდა და სულ ახლახან საგამოფენო ტურნედან საქართველოში დაბრუნდა.

ევამ ერთთვიანი საგამოფენო ტურნეს ფარგლებში საგზაო და საჰაერო ტრანსპორტით 6000 მილი დაფარა, სამ ქვეყანას ესტუმრა და სამივე ქვეყნის ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. გამოფენები სმოლენსკში, მინსკსა და ვილნიუსში გაიმართა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 2000-ზე მეტი კონკურსანტი ძაღლი მონაწილეობდა.

„ყველაზე დიდი გამოფენა მაინც ლიეტუვაში გაიმართა, სადაც ძაღლები მთელი ევროპიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი. იქ გამარჯვება ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო, მოვუგეთ იტალიელებს, ესპანელებს, გერმანელებს, ლიტველებს, ჩეხებს და პორტუგალიელებს, საუკეთესო ძაღლები იყო წარმოდგენილი, საუკეთესო საშენებიდან, მთელი მსოფლიოდან. რინგის დამთავრების შემდეგ იტალიელები მოვიდნენ და ევას გაყიდვა შემოგვთავაზეს, თანხას 20 000 ევროს იხდიდნენ“, – ჰყვება გიორგი ნიორაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში. მისი თქმით,  მეგობრებს არ ყიდიან და ევა მუდამ დარჩება მის გვერდით საქართველოში.

ახლა ევა მადრიდისთვის ემზადება, სადაც აპრილში ძაღლების მსოფლიო გამოფენა იმართება.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close