fbpx
კრიმინალისაქართველო

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნილია – დააკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით – 4 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991წელს დაბადებული ტ. ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 4 პირი – 1990 წელს დაბადებული თ. ქ., 1991 წელს დაბადებული გ. ს., 1982 წელს დაბადებული პ. ყ. და 1973 წელს დაბადებული კ. ჩ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ. ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-იდან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი – 3-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცოტნე გამსახურდია გულ-მკერდისა და თავის არეში ჩატარებული ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა და 20 დეკემბერს, დილით დასრულდა, ქირურგის განცხადებით, წარმატებული იყო, მაგრამ პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და შესაძლოა ცოტნე გამსახურდიას თავსა და გულ-მკერდის არეში კიდევ ჩაუტარდეს ოპერაციები.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close