კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

კახა კალაძე – ჩვენი სამძიმარი ლუკას ვერ დააბრუნებს, უბრალოდ, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით 15 წლის ასაკში

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომა 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების თემით დაიწყო. მან მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა.

„ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ, მინდა, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით 15 წლის ასაკში, რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა ჩვენში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა ჩვენ ირგვლივ იყო გამოწვევა, ხშირად შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი. ლუკაც ასეთი იყო, ბიჭი გარდატეხის ასაკში, რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ? სამწუხაროდ, არ არსებობს თანაგრძნობა. სიყვარულის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ, ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება. როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე ვართ მთლიანად საზოგადოება, იმიტომ, რომ ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო ერთნაირადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე“, – განაცხადა კალაძემ.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი, რომელიც 12 დეკემბერს დიღმის მასივში შენობის მე-9 სართულიდან გადმოხტა, საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close