მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება
5 წლის ბიჭმა მისი შვილად აყვანის სასამართლო პროცესზე ჯგუფელები დაპატიჟა (ვიდეო)
5 წლის მიჩიგანელმა მაიკლმა მისი შვილად აყვანის სასამართლო პროცესზე საკუთარი ჯგუფელები მთელი შემადგენლობით დაპატიჟა. სასამართლო პროცესმა მხიარულად ჩაიარა, თითოეულმა ბავშვმა ახსნა, თუ რატომ მივიდა სხდომაზე.
„მაიკლი ჩემი საუკეთესო მეგობარია“, – თქვა ერთ-ერთმა.
„მე მქვია ლილი და მე მიყვარს მაიკლი“, – წამოიძახა გოგონამ.
სხდომაზე მაიკლის მხარდასაჭერად მოსწავლეების მშობლები და მასწავლებლები მოვიდნენ, ისინი ბიჭს მხარდამჭერი ქაღალდის გულებით ამხნევებდნენ.
საბოლოოდ მაიკლის შვილად აყვანის პროცედურამ წარმატებით ჩაიარა, რასაც დარბაზში აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
espersona.ge
კომენტარები