fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

5 წლის ბიჭმა მისი შვილად აყვანის სასამართლო პროცესზე ჯგუფელები დაპატიჟა (ვიდეო)

5 წლის მიჩიგანელმა მაიკლმა მისი შვილად აყვანის სასამართლო პროცესზე საკუთარი ჯგუფელები მთელი შემადგენლობით დაპატიჟა. სასამართლო პროცესმა მხიარულად ჩაიარა, თითოეულმა ბავშვმა ახსნა, თუ რატომ მივიდა სხდომაზე.

„მაიკლი ჩემი საუკეთესო მეგობარია“, – თქვა ერთ-ერთმა.

„მე მქვია ლილი და მე მიყვარს მაიკლი“, –  წამოიძახა გოგონამ.

სხდომაზე მაიკლის მხარდასაჭერად მოსწავლეების მშობლები და მასწავლებლები მოვიდნენ, ისინი ბიჭს მხარდამჭერი ქაღალდის გულებით ამხნევებდნენ.

საბოლოოდ მაიკლის შვილად აყვანის პროცედურამ წარმატებით ჩაიარა, რასაც დარბაზში აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

espersona.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close