fbpx
მსოფლიოხელოვნებასაზოგადოებასაქართველო

განსაკუთრებული საჩუქარი ბუბა კიკაბიძეს

ქართველ მსახიობსა და მომღერალს ბუბა კიკაბიძეს განსაკუთრებული საჩუქარი ბელარუსის დედაქალაქში მოუმზადეს.

მინსკში გაიხსნა „ვარსკვლავების ხეივანი“ და დაიდგა პირველი ქანდაკებაც – ბუბა კიკაბიძის გმირის – ვალიკო მიზანდარის სკულპტურა გია დანელიას ფილმიდან „მიმინო“.

ქანდაკება თავად ქართველმა ხელოვანმა გახსნა, რომელიც ამ ღონისძიებისთვის მინსკში სპეციალურად ჩავიდა.

როგორც მომღერალმა აღნიშნა, „მიმინოს“ გმირების ძეგლები ბევრგან დგას – ერევანში, მოსკოვში, თბილისსა და ამერიკაშიც კი. ისინი რესტორნების სიახლოვესაა განთავსებული და ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ ეს რესტორნები ბუბა კიკაბიძის საკუთრებაა.

მინსკში ვიზიტი კონცერტით დასრულდა, რომელზეც ბუბასთან ერთად ნანი ბრეგვაძემაც იმღერა.

artinfo.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close