fbpx
კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

ზუგდიდის მიტროპოლიტი ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის დაკავებაზე: პასუხისმგებლობას არ ვიხსნით

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბერის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ჩემთვის პრესიდან გახდა ცნობილი, რომ ასეთი რამ მოხდა. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ადამიანის სულიერ და ფიზიკურ გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ. ბევრი კითხვა ისმის, ვის იურისდიქციაში იყო, ვის ეპარქიაში იყო და ა.შ“.

არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, რადგან, კიდევ ვიმეორებ, იგი ჩემი აღკვეცილია, ჩემი სულიერი შვილი არის დღესაც, მაგრამ ეს იყო ძალიან მძიმე ტრავმა პირადად ჩემთვის, ეკლესიისთვის და ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები როდესაც ხდება, აუცილებლად უნდა იყოს რეაგირებაც.

არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ რა ხარისხში ვიმყოფებით, ვინ ვართ და რა წოდების ვართ, კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები. ძალიან რთულია და ამ თემაზე მიჭირს საუბარი. დაველოდოთ მოვლენებს და გამოძიებას“, – განუცხადა მიტროპოლიტმა საპატრიარქოს ტელევიზიას.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკენოზ ანდრია ჯღამაიძის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი ათონის მთაზე ცხოვრობდა და ქართულ ეკლესიაში არასდროს უმსახურია. შესაბამისად, მისი თქმით, საპატრიარქო დაკავებულზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი და მასთან ერთად ერთი ადამიანი 4 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close