რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველო

გურიაში ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს (ვიდეო)

გურიაში, სოფელ ბუკისციხეში, ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში შველი იპოვა და დასახმარებლად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა.

ცხოველს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და, ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მისი ველურ ბუნებაში დაბრუნება გადაწყდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, შველი ველურ ბუნებაში გაუშვეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close