მსოფლიოხელოვნებასაზოგადოება
პლასიდო დომინგომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებები უარყო
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ესპანელმა საოპერო მომღერალმა და დირიჟორმა პლასიდო დომინგომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებების შემდეგ პირველი ინტერვიუ ესპანურ ონლაინ ჟურნალს – EL CONFIDENCIAL-ს მისცა.
დომინგომ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები უარყო. მისი თქმით, ის ყოველთვის გალანტურობით გამოირჩეოდა, დღეს კი ასეთ ჟესტებს განსხვავებულად აღიქვამენ.
დომინგომ აღნიშნა, რომ სკანდალის შემდეგ ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორის თანამდებობა კოლეგების და პრესის მხრიდან წნეხისგან დაცვის მიზნით დატოვა. მომღერალმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისთვის ოფიციალურად ბრალი არ წაუყენებიათ.
ლეგენდარული საოპერო მომღერალი სექსუალურ შევიწროებაში პირველად აგვისტოს დასაწყისში დაადანაშაულეს. 9 ქალი ამტკიცებდა, რომ დომინგო მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა. მოგვიანებით დომინგო სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 11-მა ქალმა დაადანაშაულა.
imedinews.ge
კომენტარები