მიგრაციამსოფლიო

დეპორტაცია გერმანიიდან – თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს 41 მოქალაქე სამშობლოში გამოამგზავრეს

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს 41 მოქალაქე სამშობლოში დააბრუნეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი წერს. გამოცემის ცნობით, ისინი თბილისში 26 ნოემბერს გაამგზავრეს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც Leipzig-Halle-ს აეროპორტიდან თბილისში გამოფრინდა, სულ საქართველოს 41 დეპორტირებული მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან 8 – წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. 34 მოქალაქე თავშესაფარს საქსონიაში ითხოვდა, დანარჩენი ბრანდენბურგიდან, ქვედა საქსონიიდან და ტიურინგიიდან ჩაიყვანეს ლაიფციგში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close