fbpx
კრიმინალიმსოფლიო

კვიპროსში საქართველოს მოქალაქეს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

კვიპროსში, მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს, 40 წლის გიორგი ბარათაშვილს კვიპროსის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ბრალდების მტკიცებით, მსჯავრდებულმა 56 წლის ქალს დანით 16 ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა 2018 წლის 12 ნოემბერს მოხდა ნიქოზიის რაიონში, პატარა სოფელ Oikos Marathasas-ში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარათაშვილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს მას შემდეგ, რაც 56 წლის ქალი მოკლული იპოვეს მისივე კუთვნილ ავტომობილში. დაკავებისას ბრალდებულს 1505 ევრო და ლარნაკიდან გამგზავრების ბილეთი აღმოუჩნეს, თუმცა პოლიციამ მას გამგზავრების საშუალება არ მისცა. მანქანის უკანა სავარძელზე ნახეს დანა, რომელიც გამოძიებამ მკვლელობის იარაღად მიიჩნია. გამოძიების მტკიცებით, მათ აღმოაჩინეს მოკლულის სისხლის კვალი ბრალდებულის ტანსაცმელზე და მისი ბინის სააბაზანოში.

ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქემ დანაშაული აღიარა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close