მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება
დრეზდენის მუზეუმის ძარცვის ამსახველი ვიდეოკადრები გამოქვეყნდა (ვიდეო)
პოლიციამ დრეზდენში ცნობილი მუზეუმის, „მწვანე თაღის“ ძარცვის ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელიც სათვალთვალო კამერებმა გადაიღო.
კადრებში ჩანს 2 ბოროტმოქმედი, რომლებიც მუზეუმის საცავში ვიტრინებს ნაჯახებით ამსხვრევენ, ექსპონატებს იპარავენ და მიდიან. მათი დაკავება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. პოლიციამ მოპარული ნივთების ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომელთა ღირებულება, მედიის ცნობით, თითქმის 1 მილიარდ ევროს შეადგენს.
„მწვანე თაღი“ (Grüne Gewölbe) ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძვირფასეულობის კოლექციაა. მასში ოთხი ათასი საიუველირო მორთულობაა. ის საქსონიელმა კურფიურსტმა ავგუსტმა XVII საუკუნეში დააარსა.
imedinews.ge
კომენტარები