fbpx
ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

მერიამ სამშენებლო კომპანიებს „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დახმარების გეგმა შესთავაზა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს შენობაში დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა თბილისში წლების მანძილზე დაუსრულებელი მშენებლობები, მათ შორის, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმე იყო.

კახა კალაძემ სამშანებლო კომპანია „სვეტის“ საქმეც გაიხსენა და განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში ყველა დაზარალებულს ექნება ბინა. მისი თქმით, დეველოპერებისა და მერიის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეჩერებული მშენებლობების პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვანია. მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სულ 6500 ოჯახია დაზარალებული და კუთვნილ ბინას ელოდება.

მერიამ დეველოპერებს შესთავაზა შეიქმნას ფონდი, რომელშიც, სურვილის შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიები გარკვეულ თანხებს გადარიცხავენ. სანაცვლოდ სხვადასხვა სერვისზე წვდომას მიიღებენ, მათ შორის, კოეფიციენტის ცვლილებაზე ანუ სართულის დამატებაზე და ა. შ. ფონდში შეგროვილი თანხა მთლიანად მოხმარდება „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა პრობლემების მოგვარებას.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close