fbpx
კრიმინალიმსოფლიო

დრეზდენის მუზეუმიდან მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს

გერმანიის ქალაქ დრეზდენის მუზეუმიდან ორშაბათს, 25 ნოემბერს მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, წაღებულია ხელოვნების ნიმუშები, ბრილიანტები და სხვა ძვირფასი ნივთები.

ევროპის საგანძურის უდიდესი კოლექციების მუზეუმთან პოლიციის ათობით ავტომობილია. ქურდებს პოლიცია ეძებს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დროით დილის ხუთ საათზე მუზეუმთან ახლოს მდებარე ელექტროენერგიის გამანაწილებელზე ცეცხლი გაჩნდა, რომლის ჩასაქრობადაც სახანძრო სამსახური გამოიძახეს.

არსებობს ვარაუდი, რომ ხანძარი, რომელმაც მუზეუმის განგაშის სისტემა გამორთო, მძარცველებმა სპეციალურად მოაწყვეს.

„მწვანე თაღის“ (Grüne Gewölbe) სახელით ცნობილი მუზეუმის კოლექცია მე-18 საუკუნეში საქსონიის კურფიურსტმა, ავგუსტ ძლიერმა შექმნა.

მეორე მსოფლიო ომის დროს საგანძური დაბომბვებს გადაურჩა. ის სამხედრო ნადავლის სახით საბჭოთა კავშირმა წაიღო.

საგანძური დრეზდენში 1958 წელს დაბრუნდა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close