პოლიტიკასაქართველო

არჩილ თალაკვაძეს თვითმფრინავში გადაღებული ფოტოები გაუვრცელეს (ვიდეო)

„მთავარმა არხმა“ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ფოტოები გაავრცელა, რომელიც, არხის მტკიცებით, მილანის რეისზეა გადაღებული.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თალაკვაძე დედაქალაქის მერთან ერთად მილანში თბილისიდან გაფრინდა.

ამის დასადასტურებლად არხმა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებაც მოიყვანა, რომელიც ამტკიცებს, რომ თალაკვაძე ტყუის, რადგან წუხელ თვითმფრინავით ერთად იმგზავრეს.

„ტელეკომპანია  „მთავარის“ და „ფორმულას“ ინფორმაციით, იტალიაში საბიუჯეტო სახსრებით წასული კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე  30-მდე მეგობართან ერთად ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე წვეულებას დაესწრნენ.

საპასუხოდ კი არჩილ თალაკვაძემ თბილისში ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს მიკერძოებული და პოლიტიზებული სიუჟეტი, რომლის ავტორებიც საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ იგი ახლა კომოს ტბაზე, იტალიაში დასასვენებლადაა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close