2019 წლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მორაგბეთა ათეულში ქართველი დასახელდა

ბრიტანულმა პრესამ რაგბიში ყველაზე სექსუალურ მორაგბეთა ათეული გამოავლინა. ტოპ-10-ში ქართველი მორაგბე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი კვესელაძე მოხვდა, რომელიც მეათე პოზიციაზეა.

რაც შეეხება პლანეტის ყველაზე სექსუალურ მორაგბეს – ის იტალიელი ჯეიდენ ჰაივარდი გახდა.

ბრიტანულმა პრესამ გამოკითხვა 2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასის მსვლელობისას ჩაატარა.

ასე გამოიყურება პლანეტის ყველაზე სექსუალურ მორაგბეთა 2019 წლის ტოპ-10:

1. ჯეიდენ ჰაივარდი (იტალია)

2. ჯორჯ ფორდი (ინგლისი)

3. კოდი ტეილორი (ახალი ზელანდია)

4. დამიან დე ალენდე (სამხრეთ აფრიკა)

5. პიერ-ლუი ბარასი (საფრანგეთი)

6. ოუენ ფარელი (ინგლისი)

7. რობი ჰენშო (ირლანდია)

8. კრის ჰარისი( შოტლანდია)

9. დინ ბადი (იტალია)

10. გიორგი კვესელაძე (საქართველო)

1tv.ge

კომენტარები