fbpx
მსოფლიოსაზოგადოებახელოვნებასაზოგადოებასაქართველო

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა დღეს იწყება (ვიდეო)

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა დღეს იწყება. ვებგვერდზე ხმის მიცემის გრაფის ნახვის შემდეგ, მოუსმინეთ ცხრამეტივე კონკურსანტს და ხმა მიეცით მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ხუთ კონკურსანტს.

რაც მთავარია, ხმის მიცემა საქართველოსთვისაც შეგიძლიათ. მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობთ. ონლაინ ხმის მიცემა გაგრძელდება კონკურსის დაწყებამდე, 24 ნოემბერს, და 15 წუთით განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი იმღერებს.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, გიორგი როსტიაშვილის საკონკურსო სიმღერის ავტორი დავით ევგენიძეა. „გვინდა, გვიყვარდეს“ (We need Love) – ამ სახელწოდებით სიმღერაზე კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია. ვიდეორგოლში პროექტ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტებიც მონაწილეობენ.

საბავშვო ევროფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ლინკზე: https://1tv.ge/news/sabavshvo-evroviziaze-onlain-khmis-micemis-wesi-video/

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close