რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიაკრიმინალი

გარეულმა ტახებმა იტალიის პოლიციას ნარკოდილერები დააჭერინეს

იტალიელი ნარკოდილერების გეგმები, რომლებმაც ტყეში კოკაინის მარაგი გადამალეს, გარეულმა ტახებმა ჩაშალეს. გამოცემა METRO-ს ცნობით, ველური ტახები სამართალდამცველებს ნარკოდილერების დაკავებაში დაეხმარნენ.

ცხოველებმა კოკაინის სამალავი იპოვეს და ნარკოტიკი ტყეში გაფანტეს, რამაც პოლიციელებს სამძებრო სამუშაოები გაუმარტივა.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა ტყეში მომხდარ ინციდენტზე ნარკოდილერების სატელეფონო საუბრებიდან შეიტყვეს. პოლიციამ ნარკოტიკების სამალავის საქმეზე 4 ადამიანი დააკავა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close