fbpx
ეკონომიკაპოლიტიკასაქართველო

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

14-წლიანი პაუზის შემდეგ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გუშინ, 19 ნოემბერს პირველად გაიმართა. კომისიის სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საქართველოსა და თურქეთს შორის საბაჟო პროცედურებიც განიხილეს და მათ გამარტივებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

ნათია თურნავას განცხადებით, ქართული მხარე ახორციელებს რეფორმას, რათა უცხო ქვეყნებიდან მომავალი სატვირთო მანქანების საბაჟო კონტროლი მინიმუმამდე შემცირდეს და, ამავე დროს, არც გადამზიდავი დაზარალდეს.

„საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა. მასზე არაერთი სატრანსპორტო დერეფანი გადის და ბუნებრივია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც თურქეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტი ხორციელდება. ჩვენი მიზანია და რაც მთავარია, ამაში თურქეთის მხარეც მხარს გვიჭერს, რომ ჩვენი ქვეყნის საბაჟოებზე გადამზიდავებმა მინიმალური თანხა და დრო დახარჯონ. მსგავსი გადაწყვეტილებები გაზრდის ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის კონკურენტუნარიანობას და შევძლებთ, მეტი გადამზიდავი მოვიზიდოთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომისიის სხდომის პარალელურად ანკარაში გაიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის მე-2 შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ მხარეებმა ოქმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტში ასახულია მხარეთა პოზიციები სხვადასხვა მიმდინარე საკითხზე, აგრეთვე, მათი გადაჭრის გზები და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებები.

როგორც აღვნიშნეთ, 2005 წლის სექტემბრის შემდეგ კომისიის სხდომა გუშინ პირველდა გაიმართა. გადაწყვეტილება საქართველოსა და თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის შესახებ ორი კვირის წინ მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close