fbpx
კრიმინალისაქართველო

საზარელი მკვლელობა თბილისში: დაღუპულია ოჯახის 3 წევრი

თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გარ­დაც­ვლი­ლია ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი. ესე­ნი არი­ან დედა – ირი­ნა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი და შვი­ლე­ბი – ეკა და ლევან აბაშიძეები.

„იმედის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მკვლელობა დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათისთვის მოხდა.

დღეს საღამოს კი მეზობელმა ცადა ოჯახთან კომუნიკაცია, რადგან სახლიდან არავინ უპასუხა, მან სამაშველო სამსახური გამოიძახა.

როგორც ადგილზე მეზობლები ამბობენ, ლევან აბაშიძე დაახლოებით 3 თვის წინ ჩამოვიდა ლონდონიდან, მას კონფლიქტი ჰქონდა დასთან და, მათი ვარაუდით, დედის და დის მკვლელობაც სწორედ დასთან, თაკო აბაშიძესთან კონფლიქტს უკავშირდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მათი მკვლელობის შემდეგ ლევან აბაშიძემ თავი მოიკლა.

არსებობს სხვა ვერსიაც – როგორც ოჯახის ახლობელი, კერძოდ, დედის – ირინა გედევანიშვილის მეგობარი ქალბატონი აცხადებს, მისი ვარაუდით, დედა და შვილები ვიღაც სხვამ მოკლა და ლევანი ამას არაფრისდიდებით ჩაიდენდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს, გამოძიება 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close