fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველო

ქუთაისის მერიამ საქართველოს დროშა ვერც მეოთხე მცდელობით დაკიდა

ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე, ნაჩუქარ დგარზე საქართველოს დროშა მეოთხე მცდელობის შემდეგაც ვერ დაკიდა. ამ მიზნით 18 ივლისს გამოცხადებული მორიგი ელექტრონული ტენდერი (NAT190014310) არ შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქუთაისი პოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წინა სამი ტენდერი ისე გამოცხადდა, რომ ქუთაისის მერიას დროშის მოსაწყობ ტერიტორიაზე აუცილებელი პროცედურა – ნიადაგი შესწავლილი არ ჰქონია.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიწაზე გეოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროება მხოლოდ ერთი წლის და ოთხი თვის შემდეგ დაინახა.

მიმდინარე წლის 18 ივლისს მერიამ მეოთხე, 5000-ლარიანი ტენდერი სწორედ ნიადაგის შესასწავლად გამოაცხადა, მაშინ როცა დროშის აღმართვა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში გადაწყდა.

პირველი ელექტრონული ტენდერის ღირებულება 4500 ლარი იყო და მიზანს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები წარმოადგენდა, თუმცა ტენდერი არ შედგა.

მერიამ მეორე ტენდერი დროშის მოწყობის სამუშაოებზე გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 65 000 ლარს აჭარბებდა. თანხის ეს მოცულობა ადგილობრივმა ოპოზიციამ გააპროტესტა, პროტესტის შემდეგ კი მერიამ ტენდერი შეწყვიტა. მოგვიანებით ქუთაისის მერიამ განაცხადა, რომ ინდურმა კომპანიამ ქალაქს დროშის 46-მეტრიანი დგარი აჩუქა და ეროვნული სიმბოლიკის მოწყობის სამუშაოები კვლავ ტენდერზე გაიტანა. მესამედ გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 36 299 ლარი იყო.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამჟამად ხელახალი ტენდერის გამოსაცხადებლად ემზადებიან.

დროშა 36 მეტრის სიმაღლეზე უნდა აღმართონ. ეროვნული სიმბოლიკის ქვეშ ოთხ სანათი დამონტაჟდება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close