მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

ტელეწამყვანმა გალკინმა პუტინი და კრემლის მომხრე ტელევიზიები გაამასხარავა (ვიდეო)

პოპულარულმა რუსმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა მაქსიმ გალკინმა ნოვოსიბირსკში გამართულ კონცერტზე კრემლის მომხრე ტელეარხები გაამასხარავა, რომლებიც, მსახიობის თქმით, საბჭოთა პერიოდში დაბრუნდნენ „ამ სიტყვის ყველაზე უარესი მნიშვნელობით“, ხოლო ვლადიმირ პუტინმა, რომელიც „გონებაში მარსს იპყრობს“, მოიწყინა რუსების გამო.

ვიდეო, სადაც გალკინი ამ სიტყვებს წარმოთქვამს, 3 ოქტომბერს დაიდო „იუთუბიზე“ და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა ნახა, – იუწყება საიტი „სიბირ რეალიი“.

„პუტინმა ჩვენ გამო თავად მოიწყინა, გესმით. უამრავი პრობლემაა, არ გვაქვს საკმარისი პენსია, იქ რაღაც ისე არ გააკეთეს, აქ რაღაც ისე ვერაა. ის (პუტინი) ხომ უკვე სხვა მასშტაბებით აზროვნებს. ის გონებით უკვე მარსს იპყრობს. ჩვენ კი ვწუწუნებთ: „ხვალ როგორღა ვიცხოვროთო“. ის კი გვპასუხობს: „მოითმინეთ, ქამრები შემოიჭირეთ!“ და ჩვენც ვიჭერთ და ვიჭერთ, ვინ წელზე, ვინ კიდევ – კისერზე“, – გაიხუმრა მაქსიმ გალკინმა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close