საზოგადოებასაბერძნეთი
საბერძნეთში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საბერძნეთში საპორტო ქალაქ ლარიმნაში (ფტიოტიდა), მეტალურგიულ ქარხანა „ლარკოში“ (ΛΑΡΚΟ) აფეთქება მოხდა. ინფორმაციას PROTAGON.GR ავრცელებს.
სამწუხაროდ, აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულია ერთი მუშა, რომელიც ქარხანაში წლების განმავლობაში მუშაობდა; 56 წლის მამაკაცი, სამი შვილის მამა მალეზინიდან, აფეთქების დროს შენობაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროღუმელი აფეთქდა.
„ლარკო“ ევროკავშირში ერთადერთი ქარხანაა, რომელიც ფერონიკელს აწარმოებს. ქარხნის მთელი პროდუქცია ექსპორტზე გადის.
ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრმა კოსტის ხაძიდაკისმა მწუხარება გამოხატა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზები დადგინდება და პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები