იტალიაკულტურამიგრაციასაზოგადოება

MTV EMAs 2019: „იტალიის საუკეთესო არტისტი“ მაჰმუდი გახდა

ახალგაზრდა მომღერალმა მაჰმუდმა გაიმარჯვა MTV EMAs 2019-ის ნომინაციაში „BEST ITALIAN ACT“. ამ ნომინაციაში მისი კონკურენტები იყვნენ COEZ, ELODIE, ELETTRA LAMBIRGHINI და SALMO. ამის თაობაზე სააგენტო ANSA იუწყება.

ეგვიპტური წარმოშობის იტალიელი მომღერალი ალესანდრო მამუდი, რომლის სცენური ფსევდონიმია „მაჰმუდი“ (Mahmood), MTV EMAs 2019-ის პრემიის მფლობელი გახდა კატეგორიაში „საუკეთესო იტალიელი არტისტი“.

მიმდინარე წელს მუსიკალური ჯილდოების გადაცემის ყოველწლიური ცერემონია, რომელიც MTV ევროპამ დააარსა 1994 წელს, ესპანურ სევილიაში გაიმართა 3 ნოემბერს.

MTV EMAs 2019-ზე გამარჯვება კიდევ ერთი დიდი წარმატებაა ახალგაზრდა მომღერლისთვის, რომელმაც მიმდინარე წლის თებერვალში სან რემოს ფესტივალზე გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ სწორედ მაჰმუდი გამოდიოდა „ევროვიზიაზე“ იტალიის სახელით.

მსგავს თემაზე: „სალვინის თუ არ მოვწონვარ, ეს მისი პრობლემაა“, – ამბობს სან რემოს ფესტივალის აფრიკული წარმოშობის გამარჯვებული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close