მსოფლიოსაზოგადოება

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა. რუსი ტანზილია ბისემბეევა 123 წლისა იყო. ამის შესახებ SUN-ი წერს.

2016 წლის 14 მარტს ის რუსეთის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა და მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ქალად აღიარეს.

ბისემბეევას 3 შვილი, 10 შვილიშვილი და 24 შვილთაშვილი ჰყავს. მისი გარდაცვალების შემდეგ პლანეტის უხუცესი ქალის ტიტული 116 წლის იაპონელ კანე ტანაკას გადაეცემა.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ტაილანდში პლანეტის უხუცესი, 128 წლის კაცი იპოვეს.

imedinews.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close