იტალიასპორტი

კრიშტიანუ რონალდუს სტილისტი სასტუმროს ნომერში დანით მოკლული იპოვეს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს სტილისტი, 40 წლის პორტუგალიელი რიკარდო მარკეს ფერეირა ციურიხის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ANSA წერს შვეიცარიულ და პორტუგალიურ გამოცემებზე დაყრდნობით. დაკავებულია 39 წლის ბრაზილიელი მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით.

ფერეირას ცხედარი პარასკევს აღმოაჩინა დამლაგებელმა მის ნომერში, რომელიც, მისი თქმით, სისხლით იყო სავსე და ოთახში ალკოჰოლის სუნი იდგა. მამაკაცის სიკვდილი დანით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია.

გამოცემა წერს, რომ ზოგიერთი ინფორმაციით, ფერეირა ცოლს გაშორდა და ერთ კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში სასტუმროში ცხოვრობდა.

რიკარდო მარკეს ფერეირა ციურიხში (შვეიცარია) საცხოვრებლად 2017 წელს გადავიდა და პარიკმახერად და ვიზაჟისტად მუშაობდა. რონალდუს გარდა მისი კლიენტები იყვნენ პორტუგალიელი მოდელები და მსახიობები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close