საბერძნეთში ბანაკებიდან მიგრანტების ქალაქებში გადასახლება გააპროტესტეს

საბერძნეთის ჩრდილოეთით მიგრანტების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. ამის შესახებ FRANCE 24-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქებში – იანიცასა და სერეში ლესბოსსა და სამოსის მიგრანტთა ბანაკებიდან ლტოლვილების გადასახლება დაიწყეს და აქციები ამის საწინააღმდეგოდ გაიმართა.

ბოლო დღეების განმავლობაში ბანაკებიდან სხვადასხვა ქალაქში 900-მდე მიგრანტი გადაასახლეს. საბერძნეთის მთავრობა კუნძულებზე განთავსებული 20 000 ადამიანს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში განაწილებას წლის ბოლომდე გეგმავს, თუმცა საბერძნეთის მოქალაქეები მათ მტრულად ხვდებიან, ქვებს ესვრიან და ავტობუსებიდან სასტუმროებში გადასვლის უფლებას არ აძლევენ.

მიგრანტთა ბანაკების უმეტესობა საბერძნეთში ეგეოსის ზღვის კუნძულებზეა განლაგებული. BBC-ს ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში მიგრანტთა ნაკადი გაიზარდა, რის გამოც ბანაკებში იმაზე მეტი ადამიანია განთავსებული, ვიდრე ამას მათი ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს.

ნოემბრის დასაწყისში საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მიგრანტებისთვის ქვეყანაში თავშესაფრის მიღების პროცედურას ამკაცრებს.

imedinews.ge

კომენტარები