საზოგადოებასაქართველო

მაშველებმა ქუთაისში გვირაბში ჩარჩენილი ბავშვები ამოიყვანეს (ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა რიონის ნაპირთან, გვირაბში ჩარჩენილი ბავშვები ამოიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ქალაქ ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის სანაპიროზე დარჩენილ ორ მოზარდს მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა. მათ დასახმარებლად შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. არასრულწლოვანები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ“.

მაშველებმა ორივე მათგანი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, უვნებლად გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახური, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close