მსოფლიოსაზოგადოება
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა. რუსი ტანზილია ბისემბეევა 123 წლისა იყო. ამის შესახებ SUN-ი წერს.
2016 წლის 14 მარტს ის რუსეთის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა და მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ქალად აღიარეს.
ბისემბეევას 3 შვილი, 10 შვილიშვილი და 24 შვილთაშვილი ჰყავს. მისი გარდაცვალების შემდეგ პლანეტის უხუცესი ქალის ტიტული 116 წლის იაპონელ კანე ტანაკას გადაეცემა.
აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ტაილანდში პლანეტის უხუცესი, 128 წლის კაცი იპოვეს.
imedinews.ge



