საზოგადოებასაბერძნეთი

ინციდენტი ომონიაზე: ახალგაზრდა ქალი შენობიდან ჩამოვარდნას გამვლელებმა გადაარჩინეს (ფოტოები და ვიდეო)

ომონიაზე, მენანდრუს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის მესამე სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი გადმოძვრა და კინაღამ ჩამოვარდა. იგი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მისი არაადეკვატური საქციელი, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ჭარბი დოზის მიღებამ გამოიწვია. საბედნიეროდ, ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა – მოქალაქეები ახალგაზრდა ქალს ძირს დაშვებაში დაეხმარნენ.

მოქალაქეებმა სახანძრო სამსახური გამოიძახეს, მაგრამ მაშველები დაგვიანებით მოვიდნენ, როდესაც ინციდენტი უკვე ამოწურული იყო.

შემთხვევას ჩვენი ჟურნალისტი გიორგი ჯანელიძე შეესწრო და ფოტოები და ვიდეო გადაიღო.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close