ეთერ ლიპარტელიანმა რუსეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა (ვიდეო)

23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე გოგონათა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა ფინალურ შეხვედრაში მასპინძელი, რუსეთის წარმომადგენელი დანა ნაგუჩევა იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ეთერ ლიპარტელიანისთვის ეს 26-ე შეხვედრაა, რომელიც იპონით მოიგო.

ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა უნგრელ ბრიჯიტა ვარგასს, ხორვატ ტოჰეა ტოპოლევიცსსა და პორტუგალიელ ვილსა გომეშს ასევე სუფთა გამარჯვებით სძლია.

ვაჟთა შორის 60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

1tv.ge

კომენტარები