სამი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა კალიფორნიის შტატში სროლის შედეგად

სამი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა აშშ-ში, კალიფორნიის შტატში სროლის შედეგად. ამის შესახებ 30 ოქტომბერს CBS Los Angeles-ი იუწყება. თავდასხმა ქალაქ ლონგ-ბიჩში (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია), ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა.

გამოცემის ცნობით, 911-ზე სროლის შესახებ შეტყობინება ღამის საათებში შევიდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მალევე მივიდნენ. მათ 9 დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. 5 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

მეზობლების თქმით, სახლში, სადაც ინციდენტი მოხდა, ჰელოუინის დღესასწაულის აღსანიშნავად წვეულება იყო.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი 2-მა კაპიუშონიანმა ახალგაზრდა კაცმა გახსნა. abc7.com-ის ცნობით, შენობის ახლოს უამრავი ჰილზაა აღმოჩენილი. დამნაშავეებს ეძებენ.

კომენტარები