იტალიაში სიგარეტის აქციზის ღირებულება იზრდება

იტალიის მთავრობა თამბაქოს ტრადიციულ ნაწარმზე 2020 წლიდან აქციზების ღირებულებას ზრდის, – ამის თაობაზე იტალიური მედია იტყობინება. ეს ნიშნავს, რომ სიგარეტის ფასი ისევ მოიმატებს. 

აქციზების ღირებულების ზრდა ახალი, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის განსაზღვრული. ამ ღონისძიებით ბიუჯეტში ყოველწლიურად დამატებით 88 მილიონი ევრო შევა. აქციზის ფასის ზრდა არ ეხება ელექტრონულ სიგარეტებს.

იტალიის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, აგრეთვე, ჩადებულია ზოგიერთი ახალი გადასახადის შემოტანა – მაგ., პლასტიკურ ნარჩენებზე და გამაგრილებელ სასმელებზე შაქრის მაღალი შემცველობით.

კომენტარები