ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ნოემბერში ბედი გაუღიმებთ

ცნობილი ასტროლოგის, პაველ გლობას პროგნოზით, 2019 წლის შემოდგომის ბოლო თვე – ნოემბერი ბედნიერი იქნება ზოდიაქოს 3 ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. ესენი არიან:

 

თევზები

შესაძლოა მიმდინარე წელს თევზებს სულაც არ უმართლებდათ, უფრო მეტიც, იყო ისეთი მომენტები, როდესაც უიღბლობის წყება უსასრულო ჩანდა, თუმცა პაველ გლობა ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ურჩევს, არავითარ შემთხვევაში არ დაკარგონ რწმენა, რომ ერთხელაც ამ „ბნელ გვირაბში“ ნათელი სხივი შემოიჭრება.

ასტროლოგის თქმით, ვარსკვლავები ნოემბერში თევზებს გაახსენებენ, რა არის გამართლება, ფინანსური წარმატება და მყარი ნიადაგი ფეხქვეშ. ზოგიერთი თევზები საოცნებო თანამდებობას მიიღებენ, ხოლო ზოგიერთები ყველაფერს თავს დაანებებენ და საკუთარ ბიზნესს დაიწყებენ, რაც მათთვის დიდი წარმატების მომტანი იქნება.

მერწყული

მერწყულებისთვის ნოემბერი ამ წელიწადში ყველაზე წარმატებული თვე გამოდგება. ერთი რომ დაიწყება გამართლება, ყველაფერი გამოგივათ, რასაც კი ხელს მოჰკიდებთ; უფრო მეტიც, გლობას თქმით, ეს წარმატება შესაძლოა სრულიად მოულოდნელი იყოს, პრაქტიკულად, ციდან მოგევლინოთ.

მაგალიათად: მაღაზიაში ხურდის ნაცვლად გამორთმეული ლატარიის ბილეთი ისეთ თანხას მოგაგებინებთ, რომ ნულების რაოდენობისგან თვალები აგიჭრელდებათ. მთავარია, დროულად დაინახოთ ის მომენტები, რომლებსაც ბედი გჩუქნით და ხელი არ ჰკრათ იღბალს, – ურჩევს ასტროლოგი მერწყულებს.

 

სასწორი

როდესაც წელი უღიმღამოდ იწურება და ცოტაღა დარჩა, ალბათ აღარც ელოდებით მისგან ბედის რაიმე საჩუქრებს და მთელი იმედები მომავალ წელზე გაქვთ გადატანილი, თუმცა არც ასეა საქმე: სასწორებისთვის ნოემბერი მოულოდნელად წინსვლის პერიოდი აღმოჩნდება. საუბარია კარიერაზე, რომელიც დიდი ხანია, ვერა და ვერ ააწყვეთ და უცებ – ხელმძღვანელობა გთავაზობთ თანამდებობას, რომელზეც ადრე მხოლოდ თუ იოცნებებდით.

ასეთი წარმატება სასწორებს საშუალებას მისცემს, სულიერი სიმშვიდე მოიპოვონ და ბოლო დროს ახლობელ ადამიანებთან, ცოტა არ იყოს, არეული ურთიერთობები მოაგვარონ. ერთი სიტყვით, ნოემბერი, პაველ გლობას მტკიცებით, ისეთი თვე იქნება სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, უკეთესი რომ არ შეიძლება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close