რას არ გაიგებ/ფაქტებიფსიქოლოგიაჯანმრთელობატესტები

ფსიქიკური და ფიზიკური დაღლილობის გამოსავლენი ტესტი

ეს ილუზია იაპონელმა ფსიქიატრმა აკიოში კიტაოკამ გამოიგონა. მის თანახმად, „მხედველობითი ილუზიები“ ყველა სხვა გამოკვლევაზე უკეთ განსაზღვრავს ადამიანის ფსიქო-ფიზიკურ მდგომარეობას მოცემულ მომენტში.

ერთი წუთის განმავლობაში დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ნახატს.

თუ გამოსახულება აბსოლუტურად უძრავია – თქვენ სანერვიულო არაფერი გაქვთ, ფსიქიკური ჯანმრთელობა სრულ წესრიგშია. ასეთი მდგომარეობა აქვს გაწონასწორებულ, მშვიდ და დასვენებულ ადამიანს.

თუ გამოსახულება ნელა მოძრაობს – თქვენ დასვენება გესაჭიროებათ, როგორც ფიზიკური, ისე მორალური. განსაკუთრებით აუცილებელია სრულფასოვანი ძილი, რომელიც საუკეთესო ანტიდეპრესანტია.

გამოსახულების აქტიური მოძრაობა დაგროვილი დაღლილობის, სტრესის მაღალი დონისა და გაუარესებული ჯანმრთელობის სიმპტომია. სასწრაფოდ გესაჭიროებათ დასვენება და შესაძლებელია სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებებიც.

აკიოში კიტაოკა, რიცუმეიკანის (კიოტო, იაპონია) უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი მხედველობითი აღქმისა და მხედველობითი ილუზიების სპეციალისტია. ოპტიკურმა ილუზიამ – „მბრუნავი გველები“ – ნიჭიერ ფსიქოლოგს მსოფლიო აღიარება მოუტანა. ორიგინალური კვლევების მიმართულებით მისმა შრომებმა არაერთხელ დაიმსახურა სხვადასხვა პრემია.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close