fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ბრიტანეთში BREXIT-ის სამახსოვროდ მოჭრილი მონეტები გადასადნობი გახდა

დიდ ბრიტანეთში BREXIT-თან დაკავშირებით სამახსოვრო მონეტები მოიჭრა, რომებზეც ქვეყნის მიერ ევროკავშირის დატოვების თარიღად 31 ოქტომბერია აღნიშნული, თუმცა რადგან ბრექსიტის თარიღმა ისევ გადაიწია, ამ მონეტების გადადნობა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თითოეული მონეტის ნომინალური ღირებულება 50 პენსია. გამოცემა წერს, რომ ჯამში მილიონი ასეთი მონეტის მოჭრა იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენია უკვე გამოშვებული, უცნობია.

ევროკავშირმა ბრექსიტის კიდევ ერთხელ გადაწევას მხარი დაუჭირა და ვადა 2020 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა, თუმცა თუ მხარეები ჯონსონ-იუნკერის შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენენ, ბრიტანეთს ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლა უფრო ადრეც – 30 ნოემბერს ან 31 დეკემბერს შეუძლია.

რაც შეეხება რიგგარეშე საპარალმენტო არჩევნებს, ის დეკემბერში მაინც გაიმართება – სამშაბათს, 29 ოქტომბერს ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ ლეიბორისტები მხარს დაუჭერენ ბორის ჯონსონის ინიციატივას დეკემბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ (ორი დღის წინ თემთა პალატამ ჯონსონის ეს ინიციატივა უარყო). როგორც პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რიგგარეშე არჩვენები ქვეყანას „ბრექსიტის ჩიხიდან“ გამოიყვანს.

მთავრობა არჩევნების თარიღად 12 დეკემბერს, ხუთშაბათ დღეს ასახელებდა (ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები ყოველთვის ხუთშაბათ დღეს იმართება, ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა 1930-იანი წლებიდან). ბრიტანეთის კანონმდებლობით, პარლამენტი არჩევნებამდე 25 სამუშაო დღით ადრე უნდა იქნას დათხოვნილი.

ახლახან ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ გადაწყვეტილება მიიღო: ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close