ეკონომიკამსოფლიოსაზოგადოება

ვატიკანი ფინანსურ კრიზისშია – კათოლიკეების წმინდა ქალაქს გაკოტრება ემუქრება (?!)

იტალიელი გამომძიებელი ჟურნალისტის კვლევები აჩვენებს, რომ ვატიკანი ფინანსურ კრიზისშია. გაზეთმა LA REPUBBLICA-მ ჯანლუიჯი ნუცის (GIANLUIGI NUZZI) კვლევის ნაწყვეტი გამოაქვყენა, სადაც საუბარია იმაზე, რომ მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფოს გაკოტრებაც კი ემუქრება.

„წმინდა კრახი“ – ასე ჰქვია სტატიას, რომელიც გაზეთის ჰედლაინებში მოხვდა. ჟურნალისტი წერს, რომ ვატიკანის პერსონალის ხარჯები უკონტროლოდ გაიზარდა, ხოლო შემოსავალი შემცირდა. გლობალური შემოწირულობები ე.წ. Denarii Sancti Petri გასულ წელს 51 მილიონ ევრომდე დაეცა. ჯერ კიდევ 2006 წელს კი ის 101 მილიონს შეადგენდა.

სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ ვატიკანის უზარმაზარი უძრავი ქონება არაეფექტიანად არის გამოყენებული: „4000-ზე მეტი ობიექტიდან 800 ცარიელია. დანარჩენი უფასოდ არის გასხვისებული ან საბაზრო ღირებულებაზე 15%-ით ნაკლებად ქირავდება“.

როგორც კვლევის ავტორი აღნიშნავს, რომის პაპის ფრანცისკეს ყველა მცდელობა, შეცვალოს მენეჯმენტი, კრახით სრულდება. ის 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დაიკავა, ვატიკანის ფინანსების მოწესრიგებას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს.

bm.ge

რომის პაპის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ჰონდურასის კარდინალმა ოსკარ მარადიაგამ უარყო ინფორმაცია, რომ ვატიკანი დეფოლტის საფრთხის წინაშეა, ამის თაობაზე გაზეთმა La Repubblica-მ დაწერა.

„მგონია, რომ დისკრედიტაციის (პონტიფიკოსის – რედ.) ოპერაცია მიმდინარეობს“, – დასძინა მან.

ასეთი რეაგირება გააკეთა კარდინალმა იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუიჯი ნუცის ბრალდებებზე, რომ ნახა დოკუმენტები, რომლებიც ვატიკანის სავალალო ფინანსურ მდგომარეობას ასახავს.

ჯანლუიჯი ნუციმ სახელი გაითქვა ვატიკანის ფინანსურ სკანდალებზე სტატიების სერიის გამოქვეყნებით. მას ვატიკანი უჩიოდა კიდეც დოკუმენტების გაჟონვაზე პუბლიკაციების გამო, თუმცა სასამართლომ ნუცი გაამართლა.

ჯანლუიჯი ნუციმ ახლახან გამოაქვეყნა წიგნი „საშინელი სამსჯავრო“ («Giudizio Universale») რომელიც დაფუძნებულია ვატიკანის კონფიდენციალურ დოკუმენტებზე – 3000 ფურცელზე, რომლებსაც, როგორც თავად ამბობს, 2013 წლიდან აგროვებდა. წიგნის ავტორი ირწმუნება, რომ თუ რადიკალურ ზომებს არ მიმართავენ, 2023 წლისთვის ვატიკანს დეფოლტი ემუქრება.

ჯანლუიჯი ნუცი. ფოტო: Paul Haring/CNS

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close